ეკა ბესელია: ადგილი აქვს შერჩევით სამართალს

ეკა ბესელია სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათ შორის, ის არ გამორიცხავს, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.

„არ გვაქვს ჩვენ გამართული სასამართლო სისტემა. შეიძლება, იყოს ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება, რომ ასეთი დასკვნა გააკეთო. პროკურატურას აქვს თავისი პრობლემები და მასაც სჭირდება რეფორმა. მას სჭირდება ცვლილებები, მაგრამ პროკურატურამ კანონსაც რომ გადაუხვიოს, ამიტომ უნდა იყოს ქვეყანაში სასამართლო, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს პროკურატურას. არ არის ახლა ასეთი სასამართლო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ის თვლის, რომ ეს პრობლემები სასამართლო სისტემაში ამ ხელისუფლების პირობებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს არ მოხდა და დღეს ქვეყანას ისევ ჰყავს ჯალათი მოსამართლეები.

„დიდი ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას, რომ ეს ვერ მოხერხდა. მე მგონია, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გავანაწყენეთ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის უსამართლო მოპყრობა. ვიღაც ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. ახალა გავანაწყენეთ ადამიანები იმიტომ, რომ ვიღაცის მიმართ უსამართლოდ იქცევა ხელისუფლება. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, სამართლიანობას უკავშირდება ეს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

https://youtu.be/tQB8HKirGtA

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, აცხადებს, რომ გუნდის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა, დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა შეთავაზა ოცნების თავმჯდომარემ.

ბესელიას თქმით, თუ ის გუნდის წინააღმდეგ არ წავიდოდა, მაშინ მას უკეთესი პირობები ექნებოდა 2020 წლისთვის.

დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლოს საკითხი წყალგამყოფი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობასთან. ბესელიას თქმით, ივანიშვილთან სასამართლოსთან დაკავშირებით ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა.

„მე არ ვუკარგავ მას პირველ ოქტომბერს, არ ვუკარგავ იმ ბევრ სიკეთეს, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ არ ვეთანხმები დღეს იმ პოზიციებში, რაც აქვს. ამიტომ არ ვდგავარ მასთან ერთად… ყველაფერი სხვა უფრო მეტად დაძლევადია, მაგრამ სასამართლო განსაზღვრავს ქვეყანაში სტაბილურობას, დემოკრატიას, ბიზნესის თავისუფლებას, ყველაფერს,“ – ამბობს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: “ის, რაც დღეს მოხდა, აკნინებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა