ეკა ბესელია : 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს

ეკა ბესელიას პროგნოზით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს. ჟურნალისტებთან საუბარში ბესელიამ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ახალ ძალაში:

„ნუ ვიჩქარებთ. ყველაფერს თავისი განვითარების კანონზომიერება და ეტაპი აქვს. ამ ეტაპებს მივყვებით, ყველა ეტაპზე იმას გაგაცნობთ, რასაც ვფიქრობ. 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს. დღეს არ ვისაუბრებ, რა იქნება. ეს ჩემი პროგნოზია. დეტალებზე პრინციპულად არ ვილაპარაკებ. ძალა შემწევს, ის ვითარება შევცვალო, რაც სასამართლო სისტემაშია, როგორც შევცვალე ვითარება 2018 წლის დეკემბერში, როცა მავანთ ეგონათ, რომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ და პარლამენტში ყველა ფეხზე დადგებოდა. სია უკან გავიწვიეთ, რაც არც კობახიძის და არც მისი გუნდის დამსახურება არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა აბსურდია
შემდეგი სტატიაწულუკიანის შესაძლო გადადგომას მისი მოადგილე არ ადასტურებს