ეკა ბესელია : 2019 წლისთვის გათვალისწინებული დაფინანსება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის საკმარისი არ იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის გამოყოფილი დაფინანსება საკმარისი არ იქნება.

ბესელიას თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი სოციალურია, თუმცა წუხილად სახელმწიფო ინსპექტორის დაფინანსების საკითხი რჩება.

„ამ დროისთვის გამოყოფილი დაფინანსება ახალი, დიდი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საკმარისი არ იქნება. მათ შორის, ეს ახალი კადრების აყვანას გულისხმობს. ეს სამსახური მომავალ წელს უნდა ამოქმედდეს და საკმარისი არ არის ის თანხა, რაც გათვალისწინებულია. საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, იმედია, ფინანსთა სამინისტრო და ეს სამსახური კონსენსუსამდე მივლენ. გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ეს სამსახური დაკომპლექტდეს”, – განაცხადა ბესელიამ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2,8 მლნ ლარით დაფინანსდება.

banner
წინა სტატიაშინოჯიხევიდან პირუტყვი უკვალოდ იკარგება
შემდეგი სტატია“ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს”- სალაძე