8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ეიალ ზამირი: ჩვენი მოთხოვნა “ჰეზბოლას” განიარაღებაა

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება , – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა.

„ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა“, – განაცხადა ზამირიმ.

ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელი, ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“იმედს ვიტოვებ, მიღებული გადაწყვეტილებები არ დააზიანებს რეპუტაციას”- წერილი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან ილიაუნის რექტორს
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი შიო: ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს