ეგზიტპოლის შედეგებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ილჰამ ალიევმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ამის შესახებ აშშ-ის ორგანიზაცია “Oracle Advisory Group”-წერს.
“რეპორტი” იტყობინება, რომ შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, “ახალი აზერბაიჯანის”, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 93,9 % მოიპოვა. ხმების 1,8% მიიღო ზაჰიდ ორუჯიმ, ფაზილ მუსტაფამ 1,5%, გუდრათ ჰასანგულიევიმ 1,2%, რაზი ნურულაევიმ 0,9%, ელშად მუსაევმა 0,4%, ფუად ალიევმა კი 0,3%.
Oracle Advisory Group-ის წარმომადგენელმა, ჯორჯ ბირნბაუმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები “დემოკრატიის გამარჯვებაა”.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.