“ეგზიტპოლის ეს შედეგიც კი ნიშნავს, რომ პარტია შედგა” – დავით ბაქრაძე

“ეს არის „ევროპული საქართველოსთვის“ პირველი არჩევნები, როგორც პირველი ნაბიჯი, ეგზიტპოლის ეს შედეგიც კი ნიშნავს, რომ პარტია შედგა, პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე პირველი ნაბიჯი გადადგა. ეს ნიშნავს, რომ “ევროპული საქართველო” მკვეთრად წინ არის, ვიდრე ქრთული ოპოზიციური სპექტრის დიდი უმრავლესობა. პარტია გააგრძელებს ზრდას,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ეგზიტპოლებს.

ბაქრაძის შეფასებით, ქართულ რეალობაში ეგზიტპოლი გარკვეულ რისკს ატარებს, როდესაც მოსახლეობის დაშინებაზე მიდის საუბარი, ეს მოქმედებს ნებისმიერი კვლევის ხარისხზე, მათ შორის ეგზიტპოლზე.

ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატია„ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით“ – კახა კალაძე