” ეგზიტპოლები ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიონალურად”

გუშინდელი დღე იყო წარმატებული საქართველოსთვის, საარჩევნო კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა შეასრულეს თავიანთი სამუშაო პროფესიონალურად. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე IRI-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ბერი ჯექსონმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ჯანსაღი დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევნების დღეს, ჯანსაღი გარემო ნიშნავს იმას, რომ კამპანია უნდა იყოს აგებული იდეოლოგიაზე.

„ყველაზე მთავარი, რამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, არის ის, თუ რამდენად არ ენდობიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს. ასეთი დამოკიდებულება ცუდია პოლიტიკისთვის და ამომრჩევლებისთვის. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ბრალდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ისმოდა ბრალდება, რომ ერთ-ერთი პარტია ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის მისი გავლენის ქვეშ მოქცევას. ასევე, მოვისმინეთ ბრალდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ პოლიტიკური პარტიები დასაყრდენად“,-აღნიშნა ბერი ჯექსონმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ეგზიტპოლებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლები, რომლებიც ქართველ ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიონალურად. დისკუსიების დროს დავაფიქსირებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამატებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ახდენდნენ ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ზეგავლენას ამომრჩეველზე“,- განაცხადა IRI-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მოერიდოს აგრესიას.

„ყველა დარღვევა არის აღქმული ამომრჩევლების მიერ სხვადასხვაგვარად და ამიტომ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. თუ არის ეჭვი ხმების გაყალბების ან ამომრჩეველზე ზეწოლის, ეს შემთხვევები უნდა გამოიძიონ“,-აღნიშნა IRI-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, “ქართული ოცნების” კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება
შემდეგი სტატია3045 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 49, 26 პროცენტი აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 26, 46 პროცენტი