ეგზიტპოლები: ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც საფრანგეთში 26 მაისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა “ეროვნულმა გაერთიანებამ” მიიღო, რომელიც მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტური პარტიაა. მათ 24% აქვთ. მეორე ადგილზე ემალუელ მაკრონის პარტია გავიდა 22,5%-ით. მესამეზე კი მწვანეები არიან 13%-ით – “დოიჩე ველე” წერს.
არჩევნებზე სულ ამომრჩეველთა 43% გამოცხადდა. ეს 8%-ით მეტია, ვიდრე 2014 წელს.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 23 მაისს დაიწყო. გაერთიანების მეტ წილ ქვეყნებში არჩევნები დღეს, 26 მაისს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხეიძე: ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ?
შემდეგი სტატიაევროპარალმენტის არჩევნები – გერმანიის ეგზიტპოლები