EgyptAir-ის თვითმფრინავის მგზავრთა ნათესავები კაიროს აეროპორტში შეიკრიბნენ

EgyptAir-ის თვითმფრინავის მგზავრთა ნათესავები კაიროს აეროპორტში შეიკრიბნენ. ისინი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის გაგებას ცდილობენ. ადგილზე ექიმები და თარჯიმნები მუშაობენ. ამასთან კრიზისული ცენტრი გაიხსნა კაიროში საფრანგეთის საელჩოს შენობაში.

თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. რეის MS804-ის მგზავრებს შორის იყვნენ 30 ეგვიპტის, 15 საფრანგეთის, ორი ერაყის, ასევე ერთი დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, სუდანის, ჩადის, პორტუგალიის, ალჟირის, კანადის, ქუვეითისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.

“ფრანს პრესის” ინფორმაციით, ავიალაინერის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნევა. სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთისა და ეგვიპტის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. Airbus A320 შესაძლო ჩამოვარდნის ადგილსკენ თვითმფრინავები და გემები გაგზავნა საფრანგეთმა. ოპერაციაში ჩართვის საკითხს განიხილავს დიდი ბრიტანეთიც.

როგორც ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა განაცხადა, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა დაემართა თვითმფრინავს. ამავე დროს ეგვიპტის პრემიერის თქმით, განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.

ამჟამად ეგვიპტის ნაციონალური უსაფთხოების საბჭო პრეზიდენტ ალ-სისის ხელმძღვანელობით საგანგებო სხდომას მართავს. საფრანგეთის მთავრობის წევრებთან საგანგებო შეხვედრა ასევე გამართა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

banner
წინა სტატიაშიმედია ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ასახელებს
შემდეგი სტატიათბილისის იუსტიციის სახლთან მოქალაქეებს Just Taxi მოემსახურება