EgyptAir-ის “შავი ყუთი” იპოვეს

EgyptAir-ის

6ავიაკომანია EgyptAir-ის თვითმფრინავ ა320-ის კატასტროფის ადგილზე, ორიდან ერთი თვითჩამწერი “შავი ყუთი” იპოვეს -წერს Reuters-ი. თვითჩამწერი დაზიანებულია, ამიტომ მისი ზღვიდან ამოტანის ოპერაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ექსპერტების ვარაუდით, თვითჩამწერის აღდგენა სპეციალური აპარატურის დახმარებით, შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ლაინერი პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა. ის დილით 19 მაისს ჩამოვარდა ხმელთაშუა ზღვაში. მასზე 12 ქვეყნის 66 მგზავრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშივატიკანმა უკრაინას რამდენიმე მილიონი ევრო დახმარება გამოუყო
შემდეგი სტატიაფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს