EgyptAir-ის გამტაცებელმა მხოლოდ პილოტი დატოვა

აქწერკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელმა კიდევ 5 მძევალი გაანთავისუფლა, “ალ-არაბია” იტყობინება. ახლა თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტი და თვითონ გამტაცებელია. პილოტის მეშვეობით გამტაცებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ტელეარხი CBC Extra იტყობინება, პილოტებმა და გამცილებლებმა მგზავრების განთავისუფლებამდე ბორტის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელს იბრაჰიმ სამახი ქვია და ის ალექსანდრიის უნივერსიტეტის პროფესორია. გატაცებელი პირადი მოტივებით მოქმედებს და ის არ არის ტერორისტი – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიEgyptAir: გატაცებულ A320-ზე 4 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დარჩნენ
შემდეგი სტატიაეგვიპტეში თვითმფრინავ А-320-ის გამტაცებლის ფოტო გამოქვეყნდა