EgyptAir-ის გამტაცებელი დაკავებულია

კვიპროსის ძალოვანებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სამგზავრო აირბასი A320 გაიტაცა – Reuters-ი წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ბოროტმოქმედი აწეული ხელებით გამოიყვანეს თვითმფრინავიდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. მას თან არ აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება.

ჩაბარებამდე, გამტაცებელმა ეგვიპტეს უშიშროების თანამშრომელს და სამ მგზავრს უფლება მისცა ბორტი დაეტოვებინათ. ერთ-ერთი პილოტი თავისი კაბინის ფანჯრიდან გადახტა. ადრე დაანონსებული შტურმი მოლაპარაკებების შედეგად არ მომხდარა.
ეგვიპტეს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედის მიზნების შესახებ ჯერჯერობით არ იციან. “ზოგჯერ ის ევროკავშირის წარმომადგენლებტან ითხოვდა შეხვედრას, ზოგჯერ სხვა აეროპორტში გაგზავნას, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები მას არ ჰქონია” – განაცხადა ეგვიპტის მთავრობის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია განმუხურში
შემდეგი სტატია(video)ვანო მაჭავარიანი უკვე მთავარ პროკურატურაშია