გამოქვეყნდა ეგვიპტური Airbus-ის ეკიპაჟის დისპეჩერთან დიალოგი

ეგვიპტური Airbus-ის ეკიპაჟის დისპეჩერთან დიალოგი გამოქვეყნდა

ეგვიპტური Airbus-ის ეკიპაჟის დისპეჩერთან დიალოგი გამოქვეყნდაCNN-ის არაბულმა მაუწყებლობამ რამდენიმე საათის წინ ეგვიპტური Airbus A320-ის ციურიხის დისპეჩერთან დიალოგის ჩანაწერები გამოაქვეყნა. იგი გაკეთებულია პარიზიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავის მიერ შვეიცარიის საჰაერო სივრცის გადაფრენის მომენტში. ჩანაწერში მფრინავი სიმშვიდით ინგლისურ ენაზე ამბობს: “გამარჯობა, გამარჯობა, ეს EgyptAir 804-ია, ფრენის სიმაღლე 370, თვითმფრინავის მოპასუხეს ნომერი 7624 “. შვეიცარიელი დისპეტჩერი ადასტურებს, რომ თვითმფრინავი რადარზეა. მოგვიანებით, დისპეტჩერი ეკიპაჟს აცნობებს, რომ თვითმფრინავს იტალიური სამსახურების ზონას გადასცემს და მათ კეთილ ფრენას უსურვებს.

“დისპეტჩერულ სამმართველოს დიდი მადლობა, კეთილი დღე … და კეთილი ღამე” – პასუხობს პილოტი. ადრე გამოძიების საფრანგეთის ბიურომ გაავრცელა, რომ თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობამდე რამდენიმე წუთით ადრე სალონში კვამლის რადარი ამუშავდა. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა ორი დღის წინ განიცადა კატასტროფა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ:”თალიბანის” ლიდერი მულა მანსური მოკლეს
შემდეგი სტატიაობამამ კანონმდებლობიდან ამოიღო სიტყვები negro და oriental-ი