ეგვიპტური A320-ის კატასტროფაზე მედიას ახალი ვერსია აქვს

8ეგვიპტური სამგზავრო Airbus A320-ის კატასტროფა, შესაძლებელია გამოიწვია სალონში კვამლის შესახებ ცრუ განგაშის შედეგად შექმნილმა ხარვეზმა – The Wall Street Journal-ი ავიაკატასტროფის გამოძიების კომისიის წევრის აზრს ავრცელებს, რომლის სახელიც არ ქვეყნდება.
გამოცემის თქმით, ამ სცენარს ექსპერტები ძალიან სერიოზულად განიხილავენ, რადგანაც Airbus-ის ამ მოდელებში მაშინ, როცა კვამლის დეტექტორები იწყებენ მუშაობას, დაფიქსირებულია, რომ მას ავტომატურად გამოყავს მდგომარეობიდან უსაფრთხოების სისტემა, მათ შორის პილოტის მიერ ფრენის უსაფრთხოების სისტემა.

ექსპერტის თქმით, მსგავსი სიტუაცია მოხდა 2011 წლის აპრილში აშშ-ში, როცა ავიაკომპანია United Airlines-ის A320-ის ბორტზე, რომელიც ნიუ ორლეანიდან გაფრინდა, დეტექტორები შეცდომით ამოქმედდნენ. როგორც შემდეგ პილოტებმა განაცხადეს, კვამლის დეტექტორების ამოქმედებისას არსებულ ინსტრუქციას რომ მიყვნენ, ამან ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია, რასაც, თავის მხრივ კავშირის გაწყვეტა მოყვა.

მომხდარის შემდეგ, აშშ-ში A320-ის ყველა პილოტს დაეგზავნა ბიულეტენები, სადაც რეკომენდირებული იყო დეტექტორების გამორთვა მხოლოდ კვამლის გაჩენის შემთხვევაში.
The Wall Street Journal-ის თქმით, ეგვიპტის თვითმფრინავზე უფრო ახალი ტიპის დეტექტორები ეყენა, თუმცა გარკვეული ხარვეზი მათზეც იყო შემჩნეული.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს პარიზიდან ქაიროში აკეთებდა, 21 მაისს რადარებიდან გაქრა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.
კომისია თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებს იძიებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრობას აპირებს
შემდეგი სტატიაერაყის არმიამ ელ-ფალუჯას ალყა შემოარტყა