ეგვიპტური А320-ის “შავი ყუთები” დაზიანებული აღმოჩნდა

EgyptAir-ის

EgyptAir-ის "შავი ყუთი" იპოვესაგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავ А320-ის თვითჩამწერები, რომელიც გუშინ და გუშინწინ იპოვეს, ძალიან დაზიანებულია – Associated Press-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უახლოესი დღეების მანძილზე სპეციალისტები შეეცდებიან თვითჩამწერის აღდგენას. თუკი ეს ეგვიპტეში ვერ მოხერხდება, მას სხვა ქვეყანაში გააგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ პირველი “შავი ყუთი” ხმელთაშუა ზღვაში 16 ივნისს სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიტანეს ზღვის ფსკერიდან. მეორე ყუთი გუშინ იპოვეს.
პარიზი-ქაიროს რეისმა კატასტროფა 19 მაისს განიცადა. მასზე 12 ქვეყნის 66 მგზავრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერმა რუსეთის საზღვარზე იარაღის “ჟღარუნი” გააკრიტიკა
შემდეგი სტატია(video) გივი თარგამაძის სკანადალური ფეისბუქ-პოსტი და მიმართვა შსს-ს