ეგვიპტის პრეზიდენტი: ყველა ზომა მიიღეთ თვითმფრინავის ნამსხვრევების მოსაძებნად

ეგვიპტის პრეზიდენტმა ბრძანა ყველა ზომა მიიღონ თვითმფრინავის ნამსხვრევების მოსაძებნად

egviptes-prezidentiეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატტახ ას-სისიმ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს, სამძებრო-სამაშველო სამსახურს, სამხედრო ძალებს უბრძანა ყველა ზომა მიიღონ EgyptAir-ის ნამსხვრევების მოსაძებნად -წერს Reuters-ი.
ას-სისიმ ასევე საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სამინისტროსთან შეიქმნა, უბრძანა თვითმფრინავის აფეთქების შესახებ ყველა დეტალი შეისწავლონ.

EgyptAir-ის ნამსხვრევების პოვნის შესახებ საღამოსკენ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა – ნაპოვნი ძველი ნაგავია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო EgyptAir-ის თვითმფრინავთან.

თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი-ქაირო, დღეს დილით ადრე გაქრა რადარებიდან.

banner
წინა სტატიაში«Marie claire» : საქართველოში ყველაზე ლამაზი და გულისხმიერი მამაკაცები ცხოვრობენ
შემდეგი სტატიაამ წუთებში, ზუგდიდში, პოლიციის შენობასთან ხმაურია