11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 200 დოლარს გადააჭარბოს

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ სისი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკულ ობიექტებსა და ქარხნებზე იერიშებმა შეიძლება, სერიოზული დარტყმა გამოიწვიოს გლობალურ ეკონომიკასა და საწვავის ფასებზე.

„ფასები შეიძლება, მკვეთრად გაიზარდოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ობიექტების დარღვევის შემთხვევაში, ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება, 200 დოლარს გასცდეს და ეს გაზვიადება არ არის“, – აღნიშნა სისიმ.

მისი თქმით, ფასების ზრდა შესაძლოა, ასევე შეეხოს სასუქს, რომელიც მსოფლიო სასურსათო წარმოების პროცესში გამოიყენება.

„რვა მილიარდი ადამიანის საკვები დამოკიდებულია მათზე. თუ ამ სასუქებს, რომლებიც გამოიყენება სასურსათო პროდუქტებისა და საკვების სხვადასხვა სახეობის წარმოებაში, ზიანი მიადგება, ჩვენ ვსაუბრობთ ფასების ზრდაზე, რომელიც გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის. მდიდარმა ქვეყნებმა შესაძლოა, ამ დარტყმას გაუძლონ, მაგრამ საშუალო ან მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეიძლება, დაუდგეს ძალიან მძიმე გამოწვევები მათი ეკონომიკური სტაბილურობის წინაშე“, – აღნიშნა ეგვიპტის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიკეროლაინ ლევიტი: გასაკვირი არ არის, რომ რეჟიმის დარჩენილი ელემენტები მეტად გამოხატავენ მზადყოფნას, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ
შემდეგი სტატიამექსიკის პრეზიდენტი: ჩვენს მთავრობას სრული უფლება აქვს საწვავი კუბაში გაგზავნოს