ეგვიპტის პრეზდენტი ას-სისი ახალი ვადით აირჩიეს

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდალ ას-სისი ახალი ვადით აირჩიეს 92%-იანი მხარდაჭერით -ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო მედია ავრცელებს კენჭისყრის წინასწარ შედეგებს. დამკვირვებლები ას-სისის ასეთ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, რადგანაც, მისი სერიოზული ოპონენტები ან დააკავეს, ან ნებაყოფლობით მოახსნევინეს კანდიდატურა. ას-სისის ერთადერთი ოპონენტი ნაკლებადცნობილი მუსა მუსტაფა მუსა იყო, რომელიც, თავისი სიტყვებით, ას-სისის მომხრეა. ის უკანასკნელ მომენტში დარეგისტრირდა კანდიდატად.

არჩევნებზე აქტიურობა 40% იყო. ას-სისიმ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის 97%-იანი მხარდაჭერა მიიღო. არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც ას-სისის არმიამ ეგვიპტის პირველი დემოკრატიული პრეზიდენტი მუჰამედ მუსრი ძალის გამოყენებით ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის იმპორტი აკრძალა
შემდეგი სტატიაჰიზერ ნაუერტი – საქართველომაც გააძევა ერთი რუსი ჯაშუში