ეგვიპტეში თაგვების და სხვა ცხოველების მუმიები აღმოაჩინეს (ფოტო)

 

არქეოლოგებმა თაგვებისა და სხვა ცხოველების მუმიები ქალაქ სოჰაგთან ახლოს აღმოაჩინეს. ისინი ადამიანის მუმიის ირგვლივ იყო განლაგებული. სამარხის შიგნით დასაფლავების პროცესია და ყანაში მომუშავე ადამიანებია მიხატული.
ექსპერტების თქმით, სამარხის ასაკი 2 ათას წელზე მეტი ხნის არის. იქ დასაფლავებული არიან მაღალჩინოსანი და მისი ცოლი. სამარხი 2018 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს არტეფაქტებზე არაკანონიერმა მონადირეებმა, რომლებიც იქ არასანქცირებულ გათხრებს აწარმოებდნენ – “ბიბისი” წერს.

ეგვიპტის სიძველეების საქმეების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა ვაზირმა სამარხს დიდებული და ლამაზი უწოდა და აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება
შემდეგი სტატიარონალდინიოს 14 წლის შვილმა “კრუზეიროსთან” პირველი პეოფესიონალური კონტრაქტი გააფორმა