ეგვიპტეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 ბოევიკი გაანადგურეს

ეგვიპტის უშიშროების სამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 ბოევიკი გაანადგურეს – მათ გუშინ გიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს, რომლის დროსაც სამი ვიეტნამელი ტურისტი და ეგვიპტელი გიდი დაიღუპნენ, ათამდე ტურისტი კი დაშავდა. ექსტრემისტების ლიკვიდაცია რეიდის დროს მოხდა – ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე დროს, მოკლულების სახელები და გვარები არ გაუვრცელებია უწყებას.
ეგვიპტის მთავრობა ისლამისტ ტერორისტებს აქტიურად ებრძვის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა აზერბაიჯანიდან გიულენის სავარაუდო მოკავშირე გაიყვანა
შემდეგი სტატიარუსული Burger King-ის დირექტორის გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს