ეგვიპტეში მომხდარ ტერაქტს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დასავლეთ უდაბნოში ოაზის ბაჰარიასთან ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყება გმობს სამართალდამცავებზე თავდასხმას და ეგვიპტის მთავრობას და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს:
„საქართველო მკაცრად გმობს 2017 წლის 21 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.”- აღნიშნულია 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურში მონაწილეობა – “ენმ”-ს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია“როდესაც არჩევნები დასრულებულად გამოცხადდება, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს”- კალაძე