14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ეგვიპტეში მძარცველებმა მოძრავი სატვირთოდან 105 კგ ქათმის ხორცი მოიპარეს

ეგვიპტეში მძარცველებმა მოძრავი სატვირთოდან 105 კგ ქათმის ხორცი მოიპარეს. ინფორმაციას ეგვიპტის  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ქურდები სატვირთოს პიკაპით დაედევნნენ, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კარი შეამტვრიეს, 105 კგ ქათმის ხორცით სავსე ყუთები მოიპარეს და მიიმალნენ.

“როდესაც სამართალდამცველები მათ დაკავებას შეეცადნენ, ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. შედეგად, სამი თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი სამი დააკავეს“ ,_  ნათქვამია განცხადებაში.

 განცხადების თანახმად, პოლიციამ ამოიღო ავტომობილი, რომლითაც მძარცველები გადაადგილდებოდნენ, ორი ავტომატური შაშხანა, სანადირო თოფი და თავად მოპარული ფრინველი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა
შემდეგი სტატიააშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მოსკოვში — ზელენსკი ამერიკულ მხარესთან გამართულ კონსულტაციებზე საუბრობს