ეგვიპტის დამიეტას პორტში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალში, ტვირთის ცლის დროს აფეთქება მოხდა. უსაფრთხოების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანია Ambrey-სა და სამხედრო წყაროების ცნობით, ინციდენტის მიზეზი დრონით განხორციელებული დარტყმა გახდა.
საზღვაო უსაფრთხოების წყაროებისა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, დრონი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მცურავ გაზმზიდ ტანკერ Energos Winter-ს მოხვდა. დარტყმის შედეგად გაჩენილი ცეცხლი მეორე გემზე — Gaslog Salem-ზეც გავრცელდა. ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი უკვე საკონტროლოშია აყვანილი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეგვიპტის ოფიციალურ უწყებებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.















