ეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ

ეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს 24 მოქალაქე ამ წუთებში ჰურგადის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება.

მათი თქმით, თბილისისკენ მომავალი რეისი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენის გადადების მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეაგირება დროულად მოხდეს და არ იყოს გაურკვეველ ვადაში გაწერილი და იყოს ყურადღება ჩვენი მთავრობის მხრიდან და სათანადო ორგანოებიდან,“ – აცხადებენ მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ – დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატია“კალაძე შეეცადა როცა ქალაქის მერი გახდა აეხია ეს ბიზნესი” – “სვეტის” დამფუძნებლის ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე