ეგვიპტელი სტუდენტები ქრისტიანების დაცინვისთვის დააპატიმრეს

ქაიროში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ისლამური ალ-აზხარის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი ქრისტიანების შეურაცხყოფის ბრალდებით დააპატიმრეს – ადგილობრივი გამოცემა “ალ-იაუმ ას-საბია” წერს. გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდები 9 თებერვალს დააპატიმრეს, 11 თებერვალს კი განაჩენი გამოუტანეს. მათ ეგვიპტელი ქრისტიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ედებათ ბრალი. იანვრის ბოლოს სტუდენტებმა YouTube-ზე ატვირთეს ვიდეო, სადაც კოპტების რიტუალები აბუჩად აიგდეს. ვიდეომ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ავტორებმა ის მალევე აიღეს პორტალიდან და ბოდიშიც მოიხადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყეს.

კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ.
ალ-აზხარის უნივერსიტეტი 988 წელს ფატიმიდების დინასტიის მიერ დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი კასპში – ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს უკიდია
შემდეგი სტატია,,რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია”