ეგვიპტე: ორივე დღევანდელ აფეთქებაში 42 ქრისტიანი-კოპტი დაიღუპა

მინიმუმ 42 ადამიანი გარდაიცვალა ეგვიპტეში ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. პირველი აფეთქება ალექსანდრიიდან 130 კმ-ში, ქალაქ ტანტაში მოხდა, რომლის შედეგადაც 29 ადამიანი გარდაიცვალა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, რომელსაც ქალაქი ეკუთვნის, სავარაუდოდ, ეკლესიაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა მეორე თავდასხმა – ამჯერად უკვე თვითონ ალექსანდრიაში, სადაც 13 ქრისტიანი-კოპტი გარდაიცვალა.
დაღუპულთა შორის არის პოლიციის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც თვითმკვლელის შეჩერებას შეეცადნენ.
ეს კოპტებზე პირველი თავდასხმა არ არის.
უშიშროების თანამშრომლებმა კიდევ ორი ასაფეთქებეი მოწყობილობა გააუვნებელყვეს ქალაქ ტანტაში.
აფეთქებების შედეგად ტანტაში 71 ადამიანი დაშავდა, ალექსანდრიაში – 35.

რომის პაპმა, რომლის ვიზიტიც თვის ბოლოს არის ეგვიპტეში დაგეგმილი, მომხდარი დაგმო.
კოპტების მართლმადიდებლური ეკლესია ეგვიპტეში ყველაზე მასშტაბური ქრისტიანული გაერთიანებაა. კოპტი ქრისტიანები თვლიან, რომ მათი რელიგია ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 50 წელს იწყება, როცა მოციქული მარკოზი, გადმოცემის თანახმად, ეგვიპტეში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიასადმა სირიაში აშშ-ს დარტყმებზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიამეზობლების თქმით, ბუდაპეშტის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდეს