ეგვიპტე ღაზას სექტორიდან უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს

ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ღაზას სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა ღაზას სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს, – ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამასთან, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიორბანი – ქართული სახელმწიფოს არსებობა არის სასწაული, უნგრული სახელმწიფო მეორე სასწაულია, ეს შეხვედრა უზრუნველყოფს ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე
შემდეგი სტატიატრამპი ისრაელზე – მათ თამაშის დრო არ აქვთ – პოტენციურად ისინი ირანს ებრძვიან