ეგილს ლევიტსი – ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.

როგორც ლატვიის პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა
შემდეგი სტატიაგიტანას ნაუსედა – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს