ეგ ნაცარი თვალებში შეაყარეთ ბიძინათქვენებს-სერგი კაპანაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. კაპანაძემ კონკრეტული ციფრები მოიყვანა, თუ როგორ გადანაწილება ხმები კენჭის ყრის დროს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად ხმათა რაოდენობა არსებობს.

“113 ხმაა საჭირო 150-დან.
43 ხმა უკვე არის (ჩვენ, ენმ, პატრიოტები, დამოუკიდებელი დეპუტატები)
ოცნებისგან საჭიროა 70 ხმა!
75 ხმა სჭირდება პარლამენტში უბრალო უმრავლესობას!
ანუ, უბრალო უმრავლესობა აღარ აქვს ბიძინას პარლამენტში?
ეგ ნაცარი თვალებში შეაყარეთ ბიძინათქვენებს…
#არგაბედო”- წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში„ჩაგდება არ გაბედოთ, მონებო” – პარლამენტთან პროპორციული სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამმართველი პარტია ხმებს ითვლის – უმრავლესობის 11 დეპუტატი პარლამენტში არ მივიდა