ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი მოკლეს

აშშ-ის ქალაქ, ლას-ვეგასში მოკლული მამაკაცი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე, 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილია.

ამის შესახებ ხუციშვილის ნაცნობებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, “ასოშეიტედ პრესი” იუწყება.

პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 34 წლის პედრო გარსია, რომელიც 28 სექტემბერს წარდგა მოსამართლის წინაშე.

თვითმხილველთა ცნობით, ხუციშვილისა და გარსიას კონფლიქტი “სტარბაქსის” კაფეში მოხდა მას შემდეგ, რაც გარსიას საკრედიტო ბარათმა არ იმუშავა და პერსონალმა მას უარი უთხრა მომსახურებაზე.

ხუციშვილი ათ წელიწადზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობდა და 2004 წლიდან, ამ ქვეყნის მოქალაქეობას ფლობდა. 1990-იან წლებში, ის საქართველოს მაშინდელი ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის დაცვაში მსახურობდა.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : “ნაციონალური მოძრაობა” არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ მათი თანაპარტიელები დააკავონ
შემდეგი სტატიადემოკრატია „ოცნებურად“ – მცხეთაში, „პატრიოტთა“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერს საღებავები და კვერცხები ესროლეს