ედუარდ მარიკაშვილი: ყველა სამართლებრივი გზით დავიცავთ ივერი მელაშვილის უფლებებს და ეს დაცვა/ბრძოლა იქნება უკომპრომისო

პროკურატურაში, საქმის გამოძიების დასასრულს, საბჭოთა მემკვიდრე პროკურორებმა/გამომძიებლებმა, ვერ შეიკავეს თავი კლასიკურ საბჭოურ სტილში არ ესაუბრათ და ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი საუბარი წარმოიწყო:
– მესმის თქვენი მდგომარეობა, წარმომიდგენია როგორ გიმძიმთ ასეთი ადამიანის დაცვა, მაგრამ ადვოკატები ხართ, რას იზავთ.
დიალოგი მცდელობა აქ შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ ამ საქმეში თუკი რამე იქნებოდა ჩემთვის უმძიმესი, მათ, პროკურორების და გამომძიებლების ადგილზე ყოფნა იყო. ამ საუბარს აქ დაესვა წერტილი.
ივერი მელაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია და როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება ის უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება.
მე და ჩემი კოლეგა კი ყველა სამართლებრივი გზით დავიცავთ ივერი მელაშვილის უფლებებს და ეს დაცვა/ბრძოლა იქნება უკომპრომისო-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენება დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ