“ედისონის” კვლევა არის თუ არა ახლოს მოსალოდნელ შედეგებთან, ამას მხოლოდ არჩევნების შემდეგ გავიგებთ – გოცირიძე

“კვლევები ზუსტი არასდროს არის და არც არავის აქვს ამაზე პრეტენტზია. “ედისონის” კვლევა არის თუ არა ახლოს მოსალოდნელ შედეგებთან, ამას მხოლოდ არჩევნების შემდეგ გავიგებთ. ყველაზე სარისკო არის ის, რომ ზედმეტი ოპტიმიზმი გაუჩნდეს ოპოზიციას. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ოპოზიციის შემდგომ გამსხვილებას.

ვერასდროს დავიჯერებ იმას, რომ შესაძლებელია ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი ან იყოს ახლოს მის გადალახვასთან. არა თუ ხუთი, არამედ არასდროს საქართველოს არჩევნების ისტორიაში (2003 წელს გაუქმებული არ ითვლება) არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოთხ პარტიას გადაელახოს ბარიერი.

ანალოგები ყოველთვის არ არის სწორი, მაგრამ არც ისეთია, რომ იგი არ გვახსოვდეს.

თვითდამშვიდებამ შეიძლება დათვური სამსხური გაგვიწიოს.’ – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკამალა ჰარისის რეიტინგი იზრდება, ტრამპის – ეცემა – ABC News
შემდეგი სტატიახალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ – მანჯგალაძე “ოცნებას”