Edison Research: მთავარ პრობლემად კრიმინალს მოსახლეობის 16% ასახელებს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მთავარ პრობლემად კრიმინალს მოსახალეობის მხოლოდ 16% ასახელებს. გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას (63%), სიღარიბეს (52%) და მზარდ ფასებს (43%) მიიჩნევს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 20% ნარკომანიას ასახელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემად, ხოლო 18% – ოკუპირებულ ტერიტორიებს.

სხვა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

15% – კორონავირუსი
12% – განათლებას
12% – აზარტული თამაშებს
11% – ჯანდაცვას
7% –​​​​​​​ ემიგრაციას
7% –​​​​​​​ კორუფციას
6% –​​​​​​​ კანონის უზენაესობის ნაკლებობას
2% –​​​​​​​ გარემოს დაცვის პრობლემებს
1% –​​​​​​​ მედიის თავისუფლება
კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი –​​​​​​​ 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – სამწუხაროა, რომ გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოს მომავალზე
შემდეგი სტატიაცერცვაძე: სხვა ქვეყნები სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ