Edison Research: მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე და მზარდი ფასებია

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი წილი – 63% ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

52% – სიღარიბეს;
43% – მზარდ ფასებს;
20% – ნარკომანიას;
18% – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს;
16% – კრიმინალს;
15% – კორონავირუსი;
12% – განათლებას;
12% – აზარტული თამაშებს;
11% – ჯანდაცვას;
7% – ემიგრაციას;
7% – კორუფციას;
6% – კანონის უზენაესობის ნაკლებობას;
2% – გარემოს დაცვის პრობლემებს;
1% – მედიის თავისუფლებას;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.

banner
წინა სტატიაშიEdison Research: ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიას და NCDC-ის აქვს
შემდეგი სტატიაEdison Research: 74% – არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ, 18% – ალბათ მივიღებ