Edison Research: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა ბრიტანეთს, EU-ს, უკრაინას და NATO-ს აქვს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნებისა და გარეთიანებებიდან საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ბრიტანეთს, ევროკავშირს, უკრაინას და NATO-ს აქვს. ყველაზე ნაკლები – რუსეთს.

უფრო კონკრეტულად:

90% დიდ ბრიტანეთს ენდობა;

86% ენდობა ევროკავშირს;

84% – უკრაინას;

83% – ჩრიდილო-ატლანტიკურ ალიანსს (NATO);

81% – აშშ;

80% – ისრაელი;

62% – აზერბაიჯანი;

60% – თურქეთი;

56% – სომხეთი;

47% – ირანი;

32% – რუსეთი;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია

banner
წინა სტატიაშიEdison Research: 74% – არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ, 18% – ალბათ მივიღებ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ