Edison Research: მოსახლეობის 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს.

კითხვაზე, “რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან”, პასუხები ასე ნაწილდება:

ვეწინააღმდეგები – 40%
მხარს ვუჭერ – 60%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

banner
წინა სტატიაშიEdison Research: მოსახლეობის 62% სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიარუსეთი “Шторм Z” ფორმულაზე გადავიდა, რაც ომში ელიტური შენაერთების ჩართვას გულისხმობს