Edison Research-ის კვლევის შედეგები-პრემიერმინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი – 25% – ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე – 25%;
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 19%;
გრიგოლ ვაშაძე – 18%;
მიხეილ სააკაშვილი – 15%;

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

ამასთან, კვლევის ჩატარების პერიოდში პრემიერობის კანდიდატად ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო ოფიციალურად დასახელებული. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.

banner
წინა სტატიაშიEdison Research-ელენე ხოშტარია 39%
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს “ქართული ოცნების” ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა მოსწონს