Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 63% ნეგატიურად აფასებს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 63% ნეგატიურად აფასებს, ხოლო 37% – პოზიტიურად.

ამასთან, გამოკითხულთა 29% ემხრობა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციაზე, ხოლო 71% – ეწინააღმდეგება.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული
შემდეგი სტატიასაქართველოში ნატო-ში გაერთიანებას 85% ემხრობა – „ედისონ რისერჩი“-ს კვლევა