Edison Research-ის კვლევის მიხედვით-ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 32.3% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 32.3%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10.9%
გახარია – საქართველოსთვის – 10.5%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.3%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 6%
ლეიბორისტული პარტია – 5.1%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%
ჩვენ – დავით ქაცარავა – 1.5%
სხვა პარტიები – 0.8%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-15 სექტემბრის შუალედში.

ფორმულამ პარტიული რეიტინგები ერთი კვირის წინაც გამოაქვე

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერი – ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: ესენი არიან ქართული ოცნების ზონდერები (ფოტოები)