Edison Research-ის კვლევა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 27%-მა, გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 11%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

ლეიბორისტული პარტია – 4%
გირჩი – მეტი თავისუფლება – 4%
ლელო – 4%
ევროპული საქართველო – 2%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%
მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
დროა – ელენე ხოშტარია – 1%
ხალხისთვის – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა – 3%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

banner
წინა სტატიაშიდარჩით სახლში – ამირანი გუგუნებს
შემდეგი სტატიაEdison Research: ვის კანდიდატს უჭერენ მხარს საკუთარი ქალაქის მერის არჩევებზე