Edison Research-ის კვლევა: მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორი მიმართულებით? 73% პასუხობს, რომ არასწორი მიმართულებით, ხოლო 27% სწორი მიმართულებით.

 

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნატო-ში გაერთიანებას 85% ემხრობა – „ედისონ რისერჩი“-ს კვლევა
შემდეგი სტატიავის ენდობა ხალხი ყველაზე მეტად Edison research-ის კვლევით