Edison Research-ის კვლევა არის პარტიული – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი Edison Research-ის ბოლო კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

გიორგი ვოლსკის თქმით, Edison Research ენმ-ის დაკვეთით მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია ცდილობს საზოგადოებაში ისე წარმოაჩინოს წინასაარჩევნო გარემო, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულად წარმოაჩინოს.

„Edison Research-ის კვლევა არის პარტიული კვლევა, რომელსაც აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ თუკი რაიმე მოხდა ისეთი ვთქვათ და რეალური შედეგი თუკი დაიდო, ეს იქნება Edison Research-ის მონაცემების გაყალბება და Edison Research პირდაპირ არის ენმ-ის შეკვეთით მოქმედი ორგანიზაცია,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება – გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბერის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.

შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც – 22-დან 16 % -მდე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა – გიორგი მშვენიერაძის პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს
შემდეგი სტატია(Video) ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “ვასმედია” ტვ „იმედმა” შეაჩერა