ედიშერ თოლორაია:უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში თხილის თემა არ არსებობს

ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

“უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში. არ ვიცი რა ნახეთ, ერთ ყანაში იყავით, ორ ყანაში თუ მთლიანობაში ნახეთ მონაცემები… მე მაგალითად ჩემ ოჯხახში ვნახე, მეზობლადაც და სხვა სოფლებშიც. ფაქტი სახზეა, თხილის თემა არ არსებობს, საუბარია არა მოსავალზე, არამედ თხილის კულტურის მოსპობაზე. ფაროსანას დაემატა კიდევ სხვა ავადმყოფობა, გადავიდა სიმინდზე. ჩათვალეთ, სიმინდის თემა ნულამდე დავიდა. დიდი ხანია განგაშის ზარი ჩამოვკარით, მოსახლეობა შიმშილის პირას არის.

მე არ წარმოვადგენ მარტო ზუგდიდს, მე ქართველი ვარ. ჩემთვის ბორჯომიც პრობლემაა, სვანეთიც, კახეთიც… არ ვამბობ ნიშნის მოგებით, შურით და ეგოიზმით, მაგრამ, როდესაც კახეთში, პატარა სტიქიაზე განგაში ტყდება და სუბსიდირების გაწევა ხდება ყურძენზე თუ სხვა ხილზე, რატომ არ შეიძლება სამეგრელოსა და გურიაში ზარალის 10% მაინც ავუნაზღაუროთ? თუ კახეთში ყურძენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, სამეგრელოსა და გურიაში თხილი და სიმინდია.

კი ბატონო, ტრენინგ-სემინარები კარგია, მაგრამ ტრენინგი და სემინარი დღეს არავის არ ადგება. 17 სექტემბერს იწყება სკოლა, ზამთარი მოდის, ხალხს არანაირი საშუალება არ აქვს“, – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშიპირი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა, 30 წლამდე მამაკაცია
შემდეგი სტატია,,არ ვიცი, რას გულისხმობს, მისი დაზუსტება რთულია, ეს ადამიანი ხშირად იცვლის აზრებს”