ედიშერ ქარჩავას სკანდალური პოსტი-რა ინფორმაცია დამლეს მალხაზ თორიამ და კახა კანდელაკმა

გაიმართა წინასასამართლო სხდომა ქ. ზუგდიდში ფოთის საკრებულოსა და პარტია “ქართული ოცნების” ქ. ფოთის ორგანიზაციის ღირსეული თავმჯდომარის (ადამიანი რომელიც ქრისტიანულად, კაცურად წუხს და ფიქრობს თავის მეგობრებსა და თანაპარტიელებზე) კაკულიას ბრალდების საქმეზე.

მადლობა ზუგდიდის სასამართლოს, რომ ობიექტურად განიხილა ჩემი შუამდგომლობები და განსახილველად მიიღო მტკიცებულებები.

ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ირაკლი კაკულიას დაკავების ერთერთი მთავარი მიზეზი და მიზანი იყო მისი ძმის, ვახტანგ კაკულიასათვის 60-%იანი წილისა და მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და შემდგომში უკანონოდ მითვისება, მაგრამ ადგილობრივი სუსის უფროსმა მალხაზ თორიამ და საფინანსო საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კახა კანდელაკმა შეგნებულად დამალეს ინფორმაცია და ფაქტები იმის შესახებ, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენდებოდა “დავით ტატიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი” (ამჟამად აშენებულია შავი კარკასი) და მასში ინვესტიციას ანხორციელებდნენ ასევე, გურამ ტატიშვილი და აწგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ძმა – იაკობ პატარკაციშვილი და ნათესავი ალექსანდრე ამაშუკელი.

ჩვენი საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა უკანონო ყადაღა.

მოკლედ რომ ვთქვა, ამ უკანონო მოქმედებით არიან დაკავებულნი თავისთვის და სხვისთვის პირადი გამორჩენის მისაღებად, სარგებლის ინტერესით, “ძველმოდურად”, აღნიშნული “სამართალდამცველები” და მათი დამკვეთები და ახალაიების მმართველობაში გონიათ თავიანთი თავები, თუმცა გაუგონარი და ყოვლადსამარცხვინო, თანაპარტიელის ოჯახის წევრისთვის ბიზნესინტერესების” ახევის ახლი სტილით” მოქმედებენ.

P.S. ცნობისთვის, ეს ის მალხაზ თორიაა, რომელსაც უფლებამოსილება შეუჩერეს, რომელმაც კახეთში პირად, “საიდუმლო” შეკრებაზე შეურაცხყოფა მიაყენა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს (ზოგს პირადად ვიცნობ და ღირსეული პიროვნებებია).
საინტერესოა, ვინ მფარველოს ამ პირების უკანონო მოქმედებებს სამეგრელოში? და რატომ ვაჭრობენ ზეგავლენით ეს პირები?, რომ მათ თითქოს მფარველობს “ქართული ოცნება” და მთავრობა, ვინ არიან ისინი? მე ვიცი, რომ ისინი, ვინც მათ მფარველობს არიან საშუალო დონის ჩინოვნიკები და ამიტომ სჯობს თავი დაანებონ მათ დაცვას, უდანაშაულო თანაპარტიელების განადგურებასა და უკანონო ქმედებებს სამეგრელოში-წერს ედიშერ ქარჩავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას პატიმრებმა ე.წ „პრახოდი“ მოუწყვეს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს აღარ დადგამს