ედიშერ ქარჩავას ექსკლუზივი – ის მამა გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრების მცდელობაში ადანაშაულებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2017 23:50

ედიშერ ქარჩავას ექსკლუზივი – ის მამა გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრების მცდელობაში ადანაშაულებს

საპატრიარქოს ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა, დეკანოზს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. განსხვავებული აქცენტების ეთერში მან ექსკლუზიური განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში იციან დოკუმენტის შესახებ, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება.

„საინტერესოა, საიდან ჰქონდა საზღვარგარეთ ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არა აქვს და არ შეიძლება, რომ მღვდელი ბიზნესმენი იყოს. კანონიკური სამართლის ნორმებითაც ეს დაუშვებელია და 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო… ფულის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თავად მამა გიორგი მამალაძე და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო და ეკლესია უნდა გამოყენებულიყო და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იყო გარკვეული ქმედება იყო მიმართული,“ – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

მან გადაცემაში აღნიშნა, რომ ამის შესახებ არსებობს დოკუმენტაცია, თუმცა, პირადად მას არა აქვს და ვერც იმის გარანტიას იძლევა, რომ მას საპატრიარქო გაასაჯაროვებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2017 23:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics