ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – წერს რინკევიჩსი.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა სალომე ზურაბიშვილმაც და აღნიშნა, რომ ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ურყევია.
„შევხვდი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მადლობა საქართველოს გვერდით დგომისთვის ამ გზაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.