პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა.
პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იქნას. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.