ედგარს რინკევიჩსი – ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის.

„ნატო მარტო არ არის. ჩვენი პარტნიორობის ქსელი ღირებულია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. ყველა პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მათ ყველას ერთმანეთის მსგავსს არ ხდის. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტად ინდივიდუალური, ადაპტირებული მიდგომა პარტნიორებისადმი. გვაქვს ისეთი პარტნიორობა, რომელიც გვეხმარება ალიანსის მთავარი ამოცანების შესრულებაში, როგორიც არის პარტნიორობა ფინეთთან და შვედეთთან. ასევე არსებობს პარტნიორობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის. ასეთი პარტნიორობა გვაქვს საქართველოსთან და უკრაინასთან. ასევე დასავლეთ ბალკანეთთან და ჩრდილოეთ აფრიკასთან“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისუბარი – გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი უმრავლესობას – ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკება, მაგრამ თქვენ ამ სასამართლოს რეინკარნაციასა და მის უვადოდ ჩაბეტონებას მაინც ჯიუტად აგრძელებთ!