ედგარს რინკევიჩსი: ყველას სურს დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო და მედია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ყველას სურს საქართველოში დაინახოს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო და მედია. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“რასაკვირველია, ყველას სურს დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ისევე, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მხედველობაში გვაქვს მომავალი საარჩევნო წელი. სწორედ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ხერხემალი ყველანაირი დემოკრატიული საზოგადოების”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმების პროცესი, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში, ასევე სასამართლო სისიტემაში. როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, უკვე ხედავენ პოზიტიურ შედეგებს და ამ კუთხით, დაასახელა ის ახალი კანონმდებლობა, რომელიც მთავარი პროკურატურის თაობაზე არის მიღებული.

banner
წინა სტატიაშიპენსიების 50 ლარით ზრდის შესაძლებლობა – “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს
შემდეგი სტატიააღსრულების ეროვნული ბიურო – 575 დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა