ედგარს რინკევიჩსი – იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში

იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც გზას უხსნის გაჭიანურებული კრიზისიდან გამოსვლას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

„ლატვია ადასტურებს თავის მხარდაჭერას დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საქართველოსადმი, რომელიც განაგრძობს რეფორმების პროცესსა და ევროპულ ინტეგრაციას. პოლიტიკური დიალოგი არის საკვანძო მნიშვნელობის“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – დააკვირდით თაკო ჩარკვიანს, ის აუცილებლად შემოვა პარლამენტში
შემდეგი სტატიალატვიის სეიმის წევრი – გილოცავთ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს